კანონმდებლობა

energy community.jpg

საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორი კანონი: კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და კანონი „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“.

ენერგეტიკის საზოგადოების Energy Community  ინფორმაციის თანახმად:

ორივე კანონი - კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და კანონი „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ - თანხმობაშია ევროკავშირის დირექტივებთან.

კანონები შემუშავდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით და მჭიდრო თანამშრომლობით Energy Community სამდივნოსთან და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის EU4Energy for Buildings Law და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ განხორციელებული ტექნიკური დახმარებით ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მისაღებად.

აღნიშნული კანონების მიღებით, საქართველოს მთავრობა საფუძველს უყრის საზოგადოებრივი შენობების სარემონტო პროგრამების მნიშვნელოვან ინვესტიციებს: 80 მილიონი ევროს ოდენობით EBRD და გერმანული KfW ბანკისგან, ასევე 26 მილიონი ევრო საგრანტო ინვესტიციის და 8,5 მილიონი ევრო ტექნიკური დახმარების ოდენობით ევროკავშირისგან.

რეფორმები ასევე ფინანსურად არის მხარდაჭერილი 150 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებული გარიგების კრედიტით KfW ბანკის და საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან AFD.