კრისტალმაქსი

მზის ელემენტების ქსელთა წარმოებაში გამოიყენება სილიციუმის ორი ძირითადი ტიპის ტექნოლოგია „მონო“ და „მულტი“. ორივე შემთხვევაში გამოიყენება პოლისილიციუმი, როგორც ნედლი მასალა. „მონო“ ფირფიტების წარმოებაში  გამოიყენება ჩოხრალსკის მეთოდი, ხოლო „მულტი“ სხმულის გაზრდა ხორციელდება ვაკუუმურ ინდუქციურ ღუმელში. განსხვავება მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ „მონო“ გვაძლევს მკაფიოდ ორიენტირებულ  ერთი მიმართულების კრისტალს, მაგრამ მისი წარმოების მოცულობა შეზღუდულია (200 კგ-მდე). სხმულების წარმოების შემთხვევაში  და შემდგომ „მულტი“ ფირფიტების დაჭრაში მასალის გამოსავალი მნიშვნელოვნად მაღალია (1,5 ტონამდე). მაგრამ, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს კრისტალების ზრდას მრავალი მიმართულებით და, შედეგად, მზის ელემენტების გარდაქმნელების ეფექტურობა მცირდება. ორი ათეული წელია, რაც წარმოების ჯგუფში დაკავებული  მრავალი მეცნიერი, ცდილობს ამ ორი მეთოდის გადაკვეთას, მაგრამ წარუმატებლად. ჩვენი პარტნიორობის წევრმა,  საფრანგეთის კომპანიამ “ECM GREENTECH”, საფრანგეთის მზის ენერგიის ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად, მოახერხა ამის განხორციელება ხუთწლიანი ერთობლივი მუშაობის განმავლობაში.  “ECM GREENTECH”-ის მიერ განვითარებული ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, რომ იწარმოოს ჩამოსხმული  მონო (“caste-mono”) მასალა  1.5 ტონამდე, რომლის უმრავლესობა არის მონოკრისტალი.  მზის ელემენტების ეფექტურობა უკვე 21%-ით მეტია სამრეწველო წარმოებაში.


kristalmax.png


ჩვენი აზრით, ეს ტექნოლოგია იდეალურად პასუხობს საქართველოში ახალ ადგილობრივ საწარმოო ობიექტების შექნის პირობებს და იძლევა საშუალებას მომგებიანი წარმოების დაწყებას 100 მეგავატის მზის მოდულების ასაწყობად საკმარისი რაოდენობის მასალის შემოფარგვლით.


km.jpg