ინტერესთა გამოხატვას „უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით

GEDF

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გეგმავს ინვესტორის მოძიებას, „უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით, რომელსაც გადასცემს შპს „საქართველოს მზის კომპანიის“ საწესდებო კაპიტალში 90%–იან წილს. ელექტროსადგურის საპროექტო არეალი მდებარეობს საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფ. უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე და მისი სავარაუდო დადგმული სიმძლავრეა 5 მგვტ.

დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ ინტერესი და წარადგინონ დოკუმენტაცია არაუგვიანეს თბილისის დროით 2021 წლის 15 ივლისის 18:00 საათისა.

პროექტის შესახებ:

სოფ. უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია მზის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის სავარაუდო პარამეტრებია:

სახელწოდება - უდაბნოს მზის ელექტროსადგური

ადგილმდებარეობა - საქართველო, საგარეჯოს რ-ნი, სოფ. უდაბნო

დადგმული სიმძლავრე - 5 მგვტ.

წლიური გამომუშავება - 7.1 მლნ კვტ/სთ

პროექტის სავარაუდო ღირებულება - 3,450,000 აშშ დოლარი

დღეის მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში მომზადებულია: ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“ შეთანხმებული გადამცემ ქსელთან მიერთების პროექტი, საოფისე შენობა-ნაგებობის პროექტი, სატენდერო დოკუმენტაცია EPC კონტრაქტორის შერჩევის მიზნით.

საერთო საწარმოს გაცხადებული კაპიტალი შეადგენს 3,450,000 მლნ აშშ დოლარს, საიდანაც ფონდის მიერ საწესდებო კაპიტალი შევსებულ იქნება 10%-ის ოდენობით. ინვესტორი ვალდებულია უზრუნველყოს კაპიტალის შევსება მისი წილის პროპორციული შენატანებით, საპარტნიორო შეთანხმების პირობებისა და საერთო საწარმოს საჭიროებების შესაბამისად.

ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებასთან ერთად სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აწესებს საპარტნიორო შეთანხმების სტანდარტულ პირობებს (ერთხმად მისაღები გადაწყვეტილებები, წილის ფორმირება, ფონდის წილიდან გამოსვლის ოფციები და სხვ.), რომელიც მოცემულია დანართ N 1-ში.

საპარტნიორო შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოების (ფაზა 1) შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამარჯვებული ინვესტორი ვალდებულია წარმოადგინოს 100 000 ლარის ოდენობის უპირობო და გამოუთხოვი საბანკო გარანტია და უზრუნველყოს მისთვის გადაცემული 90%-იანი წილის ფონდის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთვა.

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, მიერთების პროექტი და სხვა კვლევები შესაძლოა მოპოვებულ იქნას დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, გაუმჟღავნებლობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

წყარო


დაბრუნება