საქართველო „მწვანე“ წყალბადის წარმოების პროცესს შეუერთდება მომავალი CO2-ის გარეშე

Inguri.jpg


საქართველომ დახმარება ითხოვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD), რათა შეისწავლოს ქვეყანაში „მწვანე“ წყალბადის წარმოების პოტენციალი.

„მწვანე“ წყალბადის წარმოქმნას მხოლოდ წყალი და განახლებადი ენერგია (მზე, ქარი ან ჰიდრო ენერგეტიკა) სჭირდება. იაფი და სუფთა ჰიდროენერგეტიკის მისაღებად შესაძლებელია მისი შერევა და ტრანსპორტირება მომხმარებლებთან არსებული გაზსადენების საშუალებით, რაც წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ენერგიის ნარევის 75-80%-ს. ამ ახალ ინიციატივას შეუძლია ხელი შეუწყოს ევროკავშირის მიზნის შესრულებას, ნულოვანი გამონაბოლქვი 2050 წლისთვის.

EBRD თანახმაა ტექნიკური დახმარება გაუწიოს საქართველოში „მწვანე“ წყალბადის წარმოებისთვის ინვესტიციების მოთხოვნების შეფასებას, აგრეთვე შერეული წყალბადის საბოლოო მომხმარებლებამდე ტრანსპორტირებისათვის არსებული აქტივების განახლებას.

„საქართველო დგამს ძალიან დროულ ნაბიჯს საკუთარი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გამოყენებისა და თავისი გაზის ინფრასტრუქტურის პერსპექტიულობის უზრუნველყოფის კუთხით, რათა ნაკლები ნახშირბადის მქონე საწვავზე გადავიდეს. ჩვენ მოხარულები ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს პირველ ნაბიჯებს“- განაცხადა აიდა სითდიკოვამ, EBRD-ის მდგრადი ინფრასტრუქტურის ჯგუფის Energy Eurasia-ს ხელმძღვანელმა.

წყარო:  https://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/news/georgia-explore-green-hydrogen-co2-free-future


დაბრუნება