ენერგეტიკული საზოგადოება იკრიბება, რათა დაადასტუროს პოლიტიკური ვალდებულებები 2030 წლის ენერგეტიკული და კლიმატური მიზნების მისაღწევად

მიმდინარე წლის 24 თებერვალს, გაიმართა ენერგეტიკული საზოგადოების ენერგეტიკისა და კლიმატის კომიტეტის (ECC) მე-6 შეხვედრა, სადაც გაერთიანდა 100-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის მინისტრები და ევროკომისიის ენერგეტიკისა და კლიმატის დეპარტამენტების ხელმძღვანელები, რათა დაედასტურებინათ პოლიტიკური ვალდებულებები 2030 წლის ენერგეტიკული და კლიმატური მიზნების მისაღწევად.

ECC, უკრაინის ევროპულ და ევრო – ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში პრემიერ მინისტრის ოლჰა სტეფანიშინას და ევროკავშირის ყოფილი კომისარი კლიმატის საკითხებში კონი ჰედეგარდის თავმჯდომარეობით, გაეცნო შეთანხმებული მხარეების მცდელობებს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმების შემუშავების (NECPs) და ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC2) განახლების პროცესს 2021 წლის ნოემბერში, გლაზგოში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP26) დაწყებამდე.

energy community

 აღნიშნული შეხვედრა იყო შესაძლებლობა, მონაწილე მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგის წარმართვისა დეკარბონიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ ენერგეტიკული საზოგადოებისთვის 2030 წლამდე და შემდეგ, რაც ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ინიციატივაა. სამოქმედო გეგმა შეავსებს ენერგეტიკულ საზოგადოებაში მიმდინარე კარბონიზაციის ეროვნულ მცდელობებს ფოკუსირება მოახდინოს მყარი გაზომვის, ანგარიშგების და გადამოწმების სისტემის (MRV) და ასევე ნახშირბადის ფასების მნიშვნელოვანი მექანიზმის შემუშავებაზე სპეციალური კანონმდებლობით.

2021 წლის შემოდგომაზე მომავალ მინისტრთა საბჭოზე, ევროკომისია წარადგენს კვლევას შეთანხმებული მხარეებისთვის ევროკავშირის ენერგიისა და კლიმატის მოდელირების შესაძლებლობების გაფართოების შესახებ. შეხვედრის განმავლობაში, ეროვნულ ექსპერტებსა და ევროკომისიას შორის, განხილული იქნება კვლევის სფერო, ვადები და მიზანი.

ენერგეტიკული საზოგადოება აერთიანებს ევროკავშირს და მის მეზობლებს, მათ შორის აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებს - საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკასა და უკრაინას. მისი ძირითადი მიზანია ევროკავშირის შიდა ენერგეტიკული ბაზრის წესებისა და პრინციპების გავრცელება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, შავი ზღვის რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ იურიდიულად სავალდებულო ჩარჩოებით.

წყარო


დაბრუნება