ონლაინ სემინარი “ბიზნესის მდგრადი განვითარების მწვანე სტანდარტები”

პროკრედიტ ბანკისა და GEFF-ის ერთობლივი ინიციატივით, 20 ნოემბერს, 17:00 საათზე მწვანე ონლაინ სემინარი გაიმართება, თემაზე: ბიზნესის მდგრადი განვითარების მწვანე სტანდარტები. შეხვედრის ძირითადი თემა ქართული ბიზნესისთვის მწვანე დაფინანსების მნიშვნელობას ეხება.

სემინარის ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები:

·         მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა

·         ეფექტური ინვესტიცია ბიზნესისთვის ანუ ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგო რესურსების რეალური სარგებლიანობა კომპანიისთვის

·         მზის ელექტოსადგური – ალტერნატიული ენერგო რესურსის პოტენციალი საქართველოსთვის, პროექტის დეტალიზაცია და რეკომენდაციები

აქვე აღსანიშნავია, რომ პროკრედიტი პირველი ბანკია საქართველოში, რომელსაც საკუთარი მზის ელექტროსადგური აქვს და უკვე 6 თვეა მიღებულ შედეგებს აკვირდება, შესაბამისად მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით ბანკის გამოცდილების გაზიარება.
შეუერთდით ღონისძიებას და დაესწარით სემინარს ონლაინ, ბანკის სოციალურ ქსელზე.

წყარო: www.ebrdgeff.com


დაბრუნება