მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობების შესახებ

Solar_tips-and-recommendations

როგორც უკვე ცნობილია, მზის ელექტროსადგურებში ინვესტირება საქართველოშიც იძენს პოპულარობას. მიღებული სარეგულაციო ცვლილებების წყალობით, საქართველოში მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში მზის ელექტროსადგურების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა. ამის გათვალისწინებით, GEFF პროგრამის მიერ სომხეთში მიღებული გამოცდილება, რჩევები და რეკომენდაციები საქართველოში განსახორციელებელ მზის ელექტროსადგურებში ინვესტირებისთვისაც აქტუალურია, მით უმეტეს, რომ მზის ენერგიის გამოყენების პოპულარიზაციის შედეგად, იზრდება ტექნოლოგიების მომწოდებელი კომპანიების რაოდენობაც.

მათთვის, ვისაც განახლებადი ენერგიის წყაროების, კერძოდ კი მზის ენერგიის გამოყენება აინტერესებს, GEFF საქართველო სთავაზობს „მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობების შესახებ“ ტრენინგს, რომელიც თიბისი ბანკის ბიზნეს ტრენინგების პლატფორმაზე, 16 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. დარეგისტრირდით და გაიგეთ თუ რა ცვლილებები შევიდა საქართველოში უახლოვეს დროს, რა ტექნოლოგიები არსებობს ბაზარზე მზის ელექტროსადგურის მოწყობისათვის და რა სარგებელს სთავაზობს განახლებადი ენერგიის გამოყენება ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს.

წყარო


დაბრუნება