პროკრედიტ ბანკი და GEFF საქართველოში მზის ელექტროსადგურებზე ერთობლივი ღონისძიებას ატარებენ

solar power station projects


2021 წლის 22 აპრილს, დედამიწის დღეს, პროკრედიტ ბანკმა და GEFF-მა ერთობლივი ღონისძიება “მზის ელექტროსადგურები – მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი” გამართეს, რომელშიც 60-ზე მეტმა ადამიანმა მიიღონ მონაწილეობა. ღონისძიების მიზანი იყო მზის ელექტროსადგურების სიღრმისეული მიმოხილვა, მისი ბიზნეს, სოციალური და ეკოლოგიური სარგებლის დემონსტრირება და საზოგადოების მზის ენერგიის პროექტების განსახორციელებლად ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსისა და ინსტრუმენტების შესახებ ინფორმირება.

ეს ღონისძიება პროკრედიტ ბანკისა და GEFF-ის მიერ ჩატარებული წინა ერთობლივი ღონისძიების გაგრძელება იყო. პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი მენეჯმენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჯაშიაშვილმა წარმოადგინა ბანკის საკუთარი მზის ელექტროსადგურის შედეგები. სადგურმა, რომელიც 2020 წლის ივნისიდან მოяმედებს, უკვე 90,000 კვტ/სთ ენერგია გამოიმუშავა და ბანკის ხარჯების დაახლოებით 30,000 ლარი დაზოგა. ”ახლა საუკეთესო დროა მზის ელექტროსადგურში ინვესტირებისთვის: უკუგების პერიოდი დაახლოებით 4-6 წლამდე შემცირდა. 5-6 წლის წინ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მზის ენერგიაში ინვესტირებაზე ფიქრი, უკუგების პერიოდი 10-12 წელი იყო! ”. ალექსანდრე ჯაშიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 97 კვტ სადგური უზრუნველყოფს სათავო ოფისის მიერ მოხმარებული ენერგიის დაახლოებით 10%-ს. განახლებადი ენერგიის და სხვა ენერგო- და რესურსეფექტური პრაქტიბის გამოყენებით, პროკრედიტ ბანკმა კიდევ უფრო განამტკიცა თავისი პოზიცია, როგორც პირველი მწვანე ბანკი საქართველოში.

პროკრედიტ ბანკის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შემდეგ, GEFF-ის ექსპერტებმა განიხილეს საქართველოში მზის ენერგიის გამოყენების პოტენციალი. სხვადასხვა სექტორის ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ მზის ენერგიის პროექტების რეალურ მაგალითებს, მათ ხარჯებსა და უკუგების პერიოდებს. პროგრამის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ექსპერტებმა ასევე განიხილეს მზის ელექტროსადგურში ინვესტიციის რისკები და წარმოადგინეს რეკომენდაციები ამ რისკების თავიდან ასაცილებლად. ”ჩვენი გამოკვლევის თანახმად, რისკების უდიდესი ნაწილი სწორედ პროექტის განხორციელების ეტაპზე იჩენს თავს, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომწოდებლის სწორად შერჩევა”. GEFF კონსულტანტებმა საზოგადოებას ასევე გააცნეს პროგრამის პირობები და ფინანსური რესურსით სარგებლობის დეტალები.

ბანკისა და პროგრამის წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ, აუდიტორიას საშუალება მიეცა დაენახა მზის ენერგიის სარგებელი ბიზნესის თვალსაზრისით. ქუთაისში არსებული ონლაინ ჰიპერმარკეტის დამფუძნებელმა მისი კომპანიის მიერ მზის ენერგიის გამოყენების მთავარი მიზეზი. ”მზის ენერგიის გამოყენება საშუალებას გვაძლევს შევამციროთ ხარჯები. დაზოგილი თანხით, ჩვენი თანამშრომლების ხელფასების გაზრდა შეგვიძლია. დიახ, საწყისი ხარჯები მაღალია, მაგრამ მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პერსპექტივა: დაბალი ხარჯები და ბედნიერი თანამშრომლები ”, – თქვა გრიგოლ გუმბერიძემ.

კითხვა-პასუხის სესიის გახსნამდე, მზის ენერგიის ტექნოლოგიების მომწოდებელმა, Sun House-ის დირექტორმა ლევან კობახიძემ ხაზი გაუსვა GEFF-ის რეკომენდაციების მნიშვნელობას და ისაუბრა მზის პანელების სხვადასხვა მწარმოებლების მიერ გარანტირებსა და მათ საიმედოობაზე.

წყარო


დაბრუნება