ჰიდროენერგეტიკას გადამწყვეტი როლი მიენიჭება სუფთა ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებაში

IEA Hydropower


ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო: ჰიდროენერგეტიკას გადამწყვეტი როლი მიენიჭება სუფთა ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებაში, რათა უსაფრთხოდ მივაღწიოთ კლიმატურ ამბიციებს

დაბალი ნახშირბადის ემისიის მქონე ელექტროენერგიის ეს “მივიწყებული გიგანტი” საჭიროებს შესაბამისი პოლიტიკის გატარებასა და ინვესტიციურ ბიძგს, რათა ის შეესაბამებოდეს “ნულოვან მიზნებს” და მზისა და ქარის ენერგეტიკის უფრო სწრაფად გაფართოებასა და განვითარებას შეუწყოს ხელი, ნათქვამია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) სპეციალურ ანგარიშში.

მიმდინარე ათწლეულში ჰიდროელექტროსადგურების ზრდის მნიშვნელოვნად შენელება, რისკის ქვეშ აყენებს მსოფლიოს ქვეყნების ამბიციებს ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მიღწევაში, ხოლო მათი მოქალაქეებისთვის საიმედო და ხელმისაწვდომი ენერგომომარაგების უზრუნველყოფას, აღნიშნულია IEA–ს ანგარიშში.

ჰიდროენერგეტიკას დღეს გადამწყვეტი როლი ენიჭება სუფთა ენერგიაზე გადასვლაში, არა მხოლოდ იმის გამო, რომ შეუძლია აწარმოოს დიდი მოცულობის ელექტროენერგია, ნახშირბადის გამონაბოლქვის ძალიან მცირე ოდენობის ფონზე, არამედ, ასევე მოქნილობისა და ენერგიის შენახვის ისეთი შესაძლებლობების გამო, რომელის მსგავსიც ენერგეტიკის სხვა არცერთ დარგს არ გააჩნია. ბევრ ჰიდროელექტროსადგურს შეუძლია ძალიან სწრაფად გაზარდოს ელექტროენერგიის წარმოება. აღნიშნული იძლევა საშუალებას მდგრადი ჰიდროელექტროსადგური იქცეს ქარისა და მზის ენერგიის მეტი რაოდენობით ინტეგრირების საფუძვლად, რომელთა გამომუშავება შეიძლება არ იყოს სტაბილური და დამოკიდებული იყოს ამინდზე, დღეზე, ან წლის დროზე.

გლობალური ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრე სავარაუდოდ 17%-ით გაიზრდება 2021-2030 წლებში. თუმცა, 2020-იანი წლების დაგეგმილი ზრდა თითქმის 25%-ით ნელია, ვიდრე წინა ათწლეულის მაჩვენებელი.

ანგარიშის თანახმად, ხსენებული შენელების შეცვლა მოითხოვს მთავრობების მხრიდან მკაცრი პოლიტიკური ზომების გატარებას მთავარ გამოწვევებთან მიმართებაში. აღნიშნული ზომები აუცილებლად უნდა იყოს გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივებზეც, რათა უზრუნველყოს ჰიდროენერგეტიკული პროექტების სწრაფი განვითარება, ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა, ინვესტორებისთვის მიმზიდველობა და მდგრადი სტანდარტების შენარჩუნება.

2020 წელს ჰიდროელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს გლობალური ელექტროენერგიის ერთი მეექვსედი, რაც მას დაბალი ნახშირბადის ემისიის მქონე ენერგიის ერთადერთ უდიდეს წყაროდ აქცევს. გარდა ამისა, აღნიშნული მაჩვენებელი მეტია, ვიდრე ყველა სხვა განახლებადი ენერგიის მიერ წარმოებული ენერგია ერთად აღებული. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ჰესების გამომუშავება 70%-ით გაიზარდა და ელექტროენერგიის გლობალურ მომარაგებაში მათი წილი სტაბილურად შენარჩუნდა ქარის, მზის PV, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის მოხმარების ზრდის ფონზე. ამის მიუხედავად, ჰიდროენერგეტიკა ამჟამად აკმაყოფილებს ელექტროენერგიის მოთხოვნის უმეტეს ნაწილს 28 სხვადასხვა განვითარებადი და განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნებში, რომელთა მოსახლეობის საერთო რაოდენობა  800 მილიონი ადამიანია.

”ჰიდროენერგეტიკა არის სუფთა ელექტროენერგიის დავიწყებული გიგანტი და ის აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ენერგიისა და კლიმატის დღის წესრიგში, თუ ქვეყნები სერიოზულად გეგმავენ თავიანთი “ნულოვანი მიზნების” მიღწევას”, – განაცხადა ფატიჰ ბიროლმა, IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. ”მას მოაქვს ღირებული მასშტაბი და მოქნილობა, შეუძლია ეფექტურად დაეხმაროს ელექტროენერგეტიკულ სისტემებს მოთხოვნის ცვლილების დარეგულირებაში და კომპენსაცია გაუწიოს სხვა წყაროებიდან მომარაგების რყევებს. ჰიდროელექტროსადგურის უპირატესობებმა შეიძლება ის გახადოს უსაფრთხო გადასვლის (შენ.: განახლებად ენერგიებზე ტრანზიცია) ბუნებრივი ხელშემწყობი ბევრ ქვეყანაში, რადგან მათი დახმარებით, აღნიშნულმა ქვეყნებმა შეიძლება გაზარდონ მზისა და ქარის ენერგიების წილი მთლიან სისტემაში – რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ჰიდროენერგეტიკული პროექტები შემუშავდება მდგრადი გზით.”

IEA სპეციალური ანგარიში პირველი კვლევაა, რომელშიც მოცემულია 2030 წლისთვის დეტალური გლობალური პროგნოზები ჰიდროენერგეტიკის სამი ძირითადი ტიპისთვის: წყალსაცავიანი, მდინარის ჩამონადენზე მომუშავე და ჰიდროაკუმულირებადი (სატუმბი სადგურების მქონე). ჰიდროენერგეტიკის ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი პოტენციალის დაახლოებით ნახევარი მსოფლიოში არ არის ათვისებული და ეს პოტენციალი განსაკუთრებით მაღალია განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნებში, სადაც ის 60%-საც კი აღწევს.

 Table

ჰიდროენერგეტიკის წარმოება მდგრადი განვითარების სცენარის მიხედვით, 2000-2030 წწ

 დღევანდელი პოლიტიკის გათვალისწინებით, 2030 წლისთვის ჩინეთი კვლავაც დარჩება მთავარ მოთამაშედ ჰიდროენერგეტიკულ ბაზარზე, რაც გლობალური გაფართოების 40% -ს შეადგენს, მას მოჰყვება ინდოეთი. ამასთან, ჩინეთის წილი გლობალურ ჰიდროენერგეტიკულ ბაზარზე სუსტდება, ეკონომიკურად მიმზიდველი ობიექტების ხელმისაწვდომობის შემცირებისა და სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების ზრდის გამო.

1230 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ გლობალური ჰიდროენერგეტიკული ინვესტიციების თითქმის ერთი მეოთხედი, დაიხარჯება მოძველებული სადგურების მოდერნიზაციაზე. აღნიშნულს ადგილი ექნება,  ძირითადად, მოწინავე ეკონომიკების მქონე ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ჰესის საშუალო ასაკი დაახლოებით 50 წელია და ევროპაში – 45 წელი. თუმცა, დაგეგმილ ინვესტიციებს 300 მილიარდი აშშ დოლარი აკლდება, თანხა რაც ანგარიშის მიხედვით, საჭიროა სხვადასხვა დროს აშენებული ჰიდროელექტროსადგურების მოდერნიზაციისთვის, მთელს მსოფლიოში.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროელექტროსადგური რჩება ეკონომიკურად მიმზიდველად მსოფლიოს მრავალ რეგიონში, ანგარიშში ხაზგასმულია მათ წინაშე მდგარი რიგი ძირითადი გამოწვევები. ახალი ჰიდროენერგეტიკული პროექტებს ხშირად უწევთ ლოდინი, ხანგრძლივი სანებართვო პროცესების გავლა, დიდი ხარჯების გაწევა გარემოსდაცვითი რისკების შეფასებისა და ადგილობრივი თემების წინააღმდეგობის შედეგად. მზგავსი ზეწოლა ბადებს უფრო მეტ საინვესტიციო რისკებს და ზრდის დაფინანსების ხარჯებს ელექტროენერგიის წარმოებისა და შენახვის სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით, რაც ინვესტორების იმედგაცრუებას იწვევს.

IEA ანგარიშში მოცემულია შვიდი ძირითადი პრიორიტეტი მთავრობებისთვის, რომლებიც ცდილობენ დააჩქარონ ჰიდროენერგეტიკის განვითარება მდგრადი გზით. აღნიშნული მოიცავს ფასების გრძელვადიან სტრუქტურებზე უარის თქმასა და ჰიდროენერგეტიკული პროექტების საუკეთესო პრაქტიკების დაცვას. ამგვარ მიდგომას შეუძლია შეამციროს რისკები და მაქსიმალურად “უმტკივნეულოდ” მიიღოს სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი უპირატესობები.

თუ მთავრობები წარმატებით გადალახავენ ჰიდროენერგეტიკის სწრაფად განვითარების წინაშე მდგარ დაბრკოლებებს, 2030 წლისთვის დამატებითი გლობალური ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრე შეიძლება 40%-ით მეტი იყოს. თუმცა, 2050 წლისთვის, მსოფლიოს “ნულოვანი გამონაბოლქვისკენ” მიმავალ გზაზე, როგორც ეს მოცემულია IEA-ს ბოლოდროინდელ “გლობალური გზამკვლევი წმინდა ნულოვანი გამონაბოლქვისკენ 2050 წლისთვის” წარმატებით დასადგომად, მთავრობებმა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდონ ჰიდროენერგეტიკული ამბიციები. უფრო მეტიც, საჭიროა, რომ გლობალური ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრე 2030 წლისთვის ორჯერ უფრო სწრაფად გაიზარდოს. აღნიშნულის მისაღწევად კი აუცილებელი იქნება ბევრად უფრო მკაცრი და ყოვლისმომცველი პოლიტიკის გატარება.

წყარო


დაბრუნება