EU4Energy: ევროკავშირი მხარს უჭერს განახლებადი ელექტროენერგიის შესახებ სემინარს საქართველოში


Wind energy_Georgia


მიმდინარე წლის 6 ნოემბერს “EU4Energy Governance” პროექტმა ჩაატარა ონლაინ სემინარი საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების სექტორის შესახებ. სემინარი ეხებოდა თანადგომას, რომელიც ქვეყანას სჭირდება განახლებადი ენერგიის წყაროზე დაფუძნებული ელექტროენერგიის წარმოების საკონტრაქტო ნიმუშების შემუშავებაში.

ტექნიკური დახმარების პროექტი განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან (ESCO) ერთად. ღონისძიების შედეგები გადაეგზავნება საქართველოს ხელისუფლებას კომენტარისთვის და საბოლოოდ დასრულდება უახლოეს კვირებში.

"EU4Energy" ინიციატივა მოიცავს ევროკავშირის ყველა დახმარებას ენერგომომარაგების, უსაფრთხოების და კავშირის გასაუმჯობესებლად, ასევე ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების ხელშეწყობას აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში - სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვას რესპუბლიკაში და უკრაინაში. რასაც ახორციელებს პროექტებისა და პროგრამების დაფინანსებით, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგეტიკული ბაზრების რეფორმირებას და ენერგეტიკული დამოკიდებულებისა და მოხმარების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ენერგიის მიწოდებას უფრო საიმედოს, გამჭვირვალეს და ხელმისაწვდომს ხდის, რაც ამცირებს ენერგიის საჭიროებას და ენერგიის გადასახადებს როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის.

წყარო: www.euneighbours.eu


დაბრუნება