პანდემიის მიუხედავად, საქართველოში არ შეჩერებულა ენერგეტიკული პროექტები

Natia Turnava

ენერგეტიკული პროექტები პანდემიის მიუხედავად, საქართველოში არ შეჩერებულა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ 670 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურები ან ექსპლუატაციაში შევიდა ან მშენებლობის ეტაპზე გადავიდა 2020 წელს.

ზემოთ ხსენებულ პროექტებში შედის პანდემიის დაწყებამდე ან 2020 წელის განმავლობაში დაწყებული პროექტები.

ნათია თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის (ჰესის) რეკონსტრუქცია მომდევნო სამ თვეში მოხდება.

საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ რეაბილიტაციისთვის 3 თვით დაიკეტება. ამ პერიოდის განმავლობაში აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს.

”მსოფლიოში ეკონომიკური ვარდნა იწვევს უამრავ ნეგატიურ მოვლენას ენერგიის მხრივ, რაც არის მოხმარების და გადახდისუნარიანობის შემცირება, როგორც ბიზნესში, ისე მოსახლეობაში, რაც აჩერებს პროექტებს. ამ თვალსაზრისით, საქართველო გამორჩეულია იმით, რომ მთავრობა გეგმავს ოჯახებისთვის ენერგიის ხარჯების სუბსიდირებას, როგორც ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთ ღონისძიებას. ამით მთავრობა ეხმარება საქართველოს ოჯახების 2/3-ს, რომლებიც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებლები არიან”- თქვა მან.

მთავრობა განსაზღვრავს სექტორებს, რომლებისთვისაც გაზრდის ელექტროენერგიის საფასურს.

მთავრობა ფარავს ელექტროენერგიის გაზრდილ მოსაკრებელს იმ ოჯახებისთვის, რომლებიც 2021 წელს თვეში 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ. მან ასევე დაადგინა ქვეყანაში მოქმედი სექტორები, რომლებიც ისარგებლებენ სახელმწიფო სუბსიდირებით, რომელიც ამოქმედდა 1 იანვრიდან და დაფარავს გაზრდილი ელექტროენერგიის გადასახადის 50% -ს.

წყარო


დაბრუნება