ენერგეტიკის საზოგადოების ხელშეკრულების დახვეწა ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადასვლისათვის

Energy transition

მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ენერგეტიკის საზოგადოების მინისტრთა საბჭო ონლაინ შეიკრიბა და განიხილა ენერგეტიკული საზოგადოების ხელშეკრულების მოდერნიზების შემდგომი ნაბიჯები. ცვლილებების თანახმად, ენერგეტიკული საზოგადოება სრულად იქნება აღჭურვილი ბაზრის შემდგომი ინტეგრაციისთვის და შესაფერისი გახდება ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადასვლისთვის.

შეხვედრაზე მინისტრთა საბჭო ასევე შეთანხმდა 2020 წლის ზოგადი პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებების შესახებ 2030 წლის მიზნებისა და კლიმატის ნეიტრალიტეტის ენერგოეფექტურობის, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის და სათბურის გაზების ემისიის შემცირებაზე. ეს საშუალებას მისცემს შეთანხმებულ მხარეებს შეიმუშაონ სპეციფიკური ევროკავშირის შესაბამისი 2030 წლის ენერგეტიკული და კლიმატური მიზნები.

ენერგეტიკული საზოგადოება ემყარება ხელშეკრულებას, რომელიც აერთიანებს ევროკავშირსა და მის მეზობლებს, მათ შორის აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებს - საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკასა და უკრაინას, ინტეგრირებული პანევროპული ენერგეტიკული ბაზრის შესაქმნელად. ენერგეტიკული საზოგადოების ძირითადი მიზანია ევროკავშირის შიდა ენერგეტიკული ბაზრის წესებისა და პრინციპების გავრცელება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, შავი ზღვის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, იურიდიულად სავალდებულო ჩარჩოებით. ინტეგრაციის მეთოდი ემყარება ენერგეტიკული საზოგადოების მიერ ევროკავშირის ენერგეტიკული კანონების მიღებას, გარკვეული ადაპტაციებით, რომელებიც შეთანხმებულმა მხარეებმა შეუძლიათ გადაიტანონ თავიანთ შიდა იურიდიულ წესრიგში და შემდგომ განახორციელონ.

წყარო 



დაბრუნება