ენერგეტიკული გაერთიანება თანამშრომლობის ახალ სფეროებს იკვლევს

New areas of cooperation

იმდინარე წლის 25 ნოემბერს, განახლებადი ენერგიის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნომ წარადგინა განახლებადი ენერგიის წყაროების ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პოლიტიკის მოკლე სტრატეგია.

შეთანხმებული მხარეებისათვის ერთ - ერთ მთავარ ინსტრუმენტად განიხილება ტრანსსასაზღვრო აუქციონები და ერთობლივი პროექტები, რათა ეფექტურად გაზარდონ განახლებადი ენერგიის წყაროების წილი თავიანთ ენერგეტიკულ ნარევში ერთმანეთთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობით.

შეხვედრაზე მონაწილე 40-მა მონაწილემ ასევე ისაუბრეს განახლებადი ენერგიის სფეროში მიღწეულ პროგრესზე და განსაზღვრეს ჯგუფის პრიორიტეტები მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

ჯგუფის 2021–2022 წლების სამუშაო პროგრამა ფოკუსირებული იქნება წარმოშობის, განახლებადი ენერგიის წყაროების თვითმოხმარებისა და განახლებადი ენერგიის გაერთიანებების გარანტიების განხორციელების ხელშესაწყობად. რაც ჩატარდება რედაქტირებული განახლებადი ენერგიის დირექტივის შესაბამისად, რომელსაც ენერგეტიკული გაერთიანება მიიღებს 2021 წელს.

წყარო: www.euneighbours.eu 


დაბრუნება