გარდაიცვალა პროფესორი გრანტ იერიციანი

Hrant Yeritsyan


ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ პროფესორი გრანტ იერიციანის გარდაცვალების შესახებ და თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს და თანამშრომლებს. გამოჩენილი მეცნიერი, ექსპერიმენტული გამოსხივების მყარი ფიზიკის დარგის ცნობილი სპეციალისტი, ერევნის ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის დამფუძნებელი.

მრავალი წლის ნაყოფიერი თანამშრომლობის განმავლობაში, მას ვიცნობდით, როგორც გამოჩენილ მეცნიერს რადიაციული ფიზიკისა და ნახევარგამტარული ფიზიკის დარგში. პროფესორი გრანტ იერიციანი გამოირჩეოდა საოცარი ადამიანური თვისებებითა და სითბოთი, რამაც საფუძველი ჩაუყარა დიდ მეგობრობას პროფესორ ნოდარ კეკელიძესთან. მათ არა მხოლოდ ადამიანური ურთიერთობები, არამედ ნაყოფიერი სამეცნიერო თანამშრომლობა აკავშირებდა, რაც მრავალ ერთობლივ საერთაშორისო შრომაში გამოიხატა.

გამოჩენილი მეცნიერის, პროფესორ ჰრანტ იერიციანის ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.



დაბრუნება